„ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი ტელეკომპანია POS TV-ის ხელმძღვანელად ბრუნდება. ამის შესახებ Facebook-ზე თავად ნაცვლიშვილი წერს.
„დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები „პოსტივის“ ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
შპს „პოსტვის“ აღმასრულებელი დირექტორი და 28%-იანი წილის მფლობელი თემურ ჭარელაშვილიa; დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და 16%-იანი წილის მფლობელი არის ნუგზარ რუხაძე; 16%-იანი წილის მფლობელია ზვიად ბლიაძე; 24%-იანი წილის მფლობელია შალვა რამიშვილი, 8%-8%-იანი წილის მფლობელები – ანა შენგელია და ვახტანგ კომახიძე.