ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პუბლიკა

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში ის იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა. მანამდე, შავდათუაშვილმა ნახევარფინალში ჩანგრიმ ანი დაამარცხა და ამით მედალი გაინაღდა.

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ეს საქართველოს ნაკრების მეორე მედალია.
პირველი ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

შეგახსნებეთ, რომ შავდათუაშვილის კარიერაში ეს უკვე მესამე ოლიმპიური მედალია. პირველი მედალი მან 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე აიღო, ხოლოდ მეორე რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე აიღო მედალი.