ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა

პუბლიკა

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ +209 კგ. კატეგორიაში იასპარეზა და მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 492 კგ დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდია.

სპორტსმენმა პირველ ცდაზე აკვრაში 247 კგ-იანი შტანგა აწია, შემდეგ – 257 კგ-იანი. მესამე ცდაზე ტალახაძემ 267 კგ დაძლია, რითაც მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

რაც შეეხება ატაცს, ლაშა ტალახაძემ 201, 218 და 225 კგ დაძლია, რითაც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2015. 2017. 2018 და 2019 წლებშიც მოიპოვა. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.