კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ქართველმა ძალოსანმა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი დისციპლინა წარმატებით დაასრულა, მცირე ოქროს მედალი მოიპოვა და 222 კილოგრამის აწევით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
„ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა – 211, 217 და 222 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.