ლაშა თორდიას აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა

პუბლიკა

სახელმწიფო აუდიტის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას თორდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ინციდენტი 2017 წლის 13 მაისს, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. მაშინდელ მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ და სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა შემთხვევის კადრები, რომელშიც იდენტიფიცირებულია ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია ინციდენტს თავის საქმიანობას უკავშირებდა.

2021 წლის 2 თებერვალს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სასამართლომ გაამართლა, მეორე ბრალდებული, მიხეილ ჩოხელი კი დამნაშავედ ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.