ლაშქარავას გარდაცვალებას 78% სრულად ან ნაწილობრივ უკავშირებს 5 ივლისს - Edison Research

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოსახლეობის უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ (39-39%, ჯამში 78%) უკავშირებს 5 ივლისის მოვლენებს.

გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ ლაშქარავას გარდაცვალება ამ დღეს საერთოდ არ უკავშირდება.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.