ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა რუსეთის ფედერაციის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ. უწყების განმარტებით, მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული აგრესიის მხარდაჭერაა.
- მარია სითელა
- დიმიტრი გუბერნიევი
- ვლადიმერ მაშკოვი
- არტიომ ჟოგა
- თინა კანდელაკი
- ვიქტორ პოლიაკოვი
- პოლინა გაგარინა
- ნიკოლაი რასტორგუევი
- ვიტალი ლოკტევი
- ალექსანდრე იეროხინი
- სერგეი პერეგუდა
- ვასილი გორელო
- ნატალია პოდოლსკაია
- ანასტასია მაკეევა
- ვიქტორია დაინკო
- დენის მაცუევი
- ნიკიტა მიხალკოვი
- ვალერი გერგიევი
- დიმიტრი სტრელცოვი
- ალექსეი ტარასოვი
- პაველ სუჩკოვი
- ალექსეი კანტური
- სერგეი პოლუნინი
- ვიქტორია ციგანოვა
- სტანისლავ მიხაილოვი