ლატვიამ ტელეკომპანია „დოჟდს" მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა

პუბლიკა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია „დოჟდსთვის“ მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

საბჭოს წარმომადგენლის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის“ გათვალისწინებით.

ლიცენზიის გაუქმებამდე „დოჟდი“ 10 000 ევროთი დააჯარიმეს იმის გამო, რომ მან ანექსირებული ყირიმის ტერიტორია რუკაზე რუსეთის შემადგენლობაში მონიშნა და რუსულ ჯართან მიმართებაში გამოიყენა სიტყვა „ჩვენი“.

ჟურნალისტის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა – ტიხონ დიადკომ. მანვე თქვა, რომ ეთერის ჩანაწერი წაიშლებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არხმა ჟურნალისტი გაათავისუფლა.