ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ თანამდებობას 10 აპრილს დატოვებს.
გადადგომა მოჰყვა ლატვიის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებას, დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება კარინშის წინააღმდეგ ფრენების, მათ შორის კერძო ავიარეისებით გადაფრენების ხარჯებზე მისი პრემიერ-მინისტრობის დროს.
ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი LSM ავრცელებს.
ლატვიური მედიის ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ორჯერ უფრო ხშირად გადაადგილდებოდა კერძო რეისებით, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი. მათ შორის, ინფორმაცია არ გახმაურებულა ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრებზე.
მედიის ცნობით, ფრენების ხარჯები დაფარული იყო ევროკავშირის სახსრებით და არა ლატვიის სახელმწიფო ბიუჯეტით, ამიტომ სახელმწიფო კანცელარიამ ეს მონაცემები კარინშის კერძო ფრენების შესახებ შეგროვებულ ინფორმაციაში არ შეიტანა.
ლატვიური მედიის ინფორმაციით, კარიშნის ფრენების უახლესი შეჯამების მიხედვით, მან გამოიყენა არა 18, არამედ მინიმუმ 36 რეისი გამოიყენა ღონისძიებებზე დასასწრებად. ამ ფრენებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ევროკავშირის გამოყოფილი თანხებიდან 1 300 000 ევროზე მეტი დაიხარჯა.
კარინში დაეთანხმა კერძო თვითმფრინავის გამოყენებისთვის კრიტიკას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი საშუალებით მან შეძლო შეხვედროდა მსოფლიო ლიდერებს მაქსიმალურად სწრაფად რთულ ლოჯისტიკურ პირობებში და ამით გააძლიერა ლატვიის როლი ევროკავშირსა და ნატოში.