ლატვიის საგარეო: EU-ის წევრი ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ

პუბლიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით X-ზე განცხადებას ავრცელებს.

„16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო შეთანხმდა, გააგრძელოს სავიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის“.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას ჰქონდა საერთო გაგება იმ საჭიროებაზე, რომ დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვა პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან [საქართველოში] მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ [ქვეყანაში] შესვლაზე შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ”, – ნათქვამია განცხადებაში.


საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ბრიუსელში მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდნენ ქართველი დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის საჭიროებაზე – მან, ასევე, ისაუბრა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით.

„შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის საჭიროებაზე და კომისია შესაბამის წინადადებას უკვე წელს წარადგენს. ასევე, განვიხილეთ იმ ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.

მომავალში, გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის, დაფინანსების ხელისუფლებისგან სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის და დამოუკიდებელი მედიისკენ გადამისამართებით, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია”, – განაცხადა მან.