ლავროვი: მზად ვართ, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება გავაგრძელოთ

პუბლიკა

„რუსული მხარე მზად არის გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამთავრობო მედია Ria Novosty-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ მას პატივისცემით ვეკიდებით. მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

სერგეი ლავროვს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ჰკითხეს და ის ამტკიცებს, რომ აშშ და ევროკავშირი „ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის”.

„სინამდვილეში, საუბარია არჩევანზე ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარედან კონტროლს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის“, –  თქვა ლავროვმა.