ლავროვი: ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას ესმით, რომ არ უნდა იქცნენ პაიკად დასავლეთის ხელში

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, „ქართველი ხალხი და ახალი ხელისუფლება ატარებენ სუვერენულ პოლიტიკას, რათა არ იქცნენ პაიკად დასავლეთის ხელში და იარონ წინ”.

რუსულ სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ „აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, საქართველო რთული დილემის წინაშე დააყენონ: რუსეთთან თუ რუსეთის წინააღმდეგ”.

„ამასთან საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, გაატაროს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ნაციონალურ ინტერესებს უპასუხებს, და არ იქცეს პაიკად დასავლეთის ხელში, რომლებიც უბიძგებენ საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისკენ, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და გააგრძელებს წინსვლას“. – თქვა რუმა მინისტრმა.

სერგეი ლავროვმა ასევე ილაპარაკა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნაზე და თქვა:

„საქართველოში მიმდინარე პროცესები ორმაგი სტანდარტებით სარგებლობის შედეგია, როდესაც თითქოსდა დემოკრატიასა და ადამიანების უფლებების დაცვაზე ზრუნვის საბაბით კეთდება ყველაფერი, რათა გადათამაშდეს არჩევნების შედეგი, რომელიც მიჩნეულია, როგორც თავისუფალი, ისეთი რეპუტაციის მქონე სტრუქტურის მიერ, როგორიცაა ეუთო-ოდირი. რისთვისაა საჭირო ეს გადათამაშება? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის არჩევანი არ მოეწონათ ვაშინგტონსა და ბრიუსელში“. – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.