რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მათ თბილისთან კონტაქტები ისევ აქვთ და დიპლომატების მეშვეობით სხვადასხვა საკითხის უშუალოდ განხილვის შესაძლებლობა აქვთ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლავროვმა თურქეთში „3+3“ ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს თბილისთან კონტაქტები. ჩვენ გვაქვს ინტერესთა სექცია შვეიცარიის საელჩოში. იქ ჩვენი დიპლომატები მუშაობენ და საჭიროების მიხედვით მათ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგელებთან პირისპირ აქვთ მიმდინარე საკითხების განხილვის შესაძლებლობა. უმეტესწილად ეს ეხება ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებს და ხალხთა შორის კონტაქტს“, – განაცხადა ლავროვმა.
გარდა ამისა, ლავროვმა „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ თითქოს დასავლეთში ცდილობენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაახსნევინონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „3+3“ ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისისთვის კარი ყოველღვის ღია იქნება.
„როგორც კი თბილისში გადაწყვეტენ, მათ შეუძლიათ ნებისმიერ წუთას მოვიდნენ და თავიანთ სავარძელზე დასხდნენ, სავარძელი მათთვის ყოველთვის გამოყოფილია და კარიც მუდამ ღიაა“, – განაცხადა ლავროვმა.