ლავროვის თქმით, პატივსაცემია, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე დასავლეთის წნეხს უძლებს

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას აქებს იმის გამო, რომ, მისი თქმით, გაუძლეს დასავლეთის ზეწოლას, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. სერგეი ლავროვის კომენტარს რუსული პროკრემლისტური მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვხედავთ, როგორი წნეხის ქვეშაა დასავლეთის მხრიდან საქართველო, ისევე, როგორც თითქმის ყველა ქვეყანა, რომ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ დროს, როცა პატარა ქვეყანასა და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი იხელმძღვანელებენ თავიანთი ინტერესებითა და ეკონომიკის საჭიროებებით, იმსახურებს პატივისცემას“, – განაცხადა ლავროვმა თავისი უწყების 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ბრიფინგზე.