ლაზარე გრიგორიადისის პროცესის პარალელურად 1 მაისს სასამართლოსთან აქცია დაიგეგმა

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის პარალელურად 1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია დაიგეგმა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 7-9 მარტის სამართლიანმა, ძლიერმა და ახალგაზრულმა პროტესტმა საქართველოს ისტორია საბედისწერო შეცდომისგან იხსნა, თუმცა ხელისუფლებამ ამ პროტესტის მონაწილეთა დემონიზებისა და სამაგალითო დასჯის გზა აირჩია.

„ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების შანსი შეუნარუჩუნეს, დღეს პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდნენ.

ამიტომ დღეს ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც ვაცნობიერებდით ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს და წინააღმდეგობას ვუწევდით მას, ვალდებულად ვთვლით თავს ბოლომდე ვიბრძოლოთ თავისუფლების მოყვარე ლაზარეს სისტემისგან გამოსახსნელად.  7-9 მარტის პროტესტს არ ჰყოლია დამნაშავე ხელისუფლების გარდა, “- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს ღამით დააკავა. 31 მარტს მას არკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 1 მაისს იწყება.