ლაზარე გროგორიადისის საქმის არსებითი განხილვა დღეს ვერ დაიწყო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 მაისს ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი არ გამართულა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დაცვის მხარის ადვოკატები განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ დაცვის მხრეს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული აქვს ერთ-ერთი მტკიცებულების დაუშვებლობა. მათივე თქმით, სანამ საქმე არ დაბრუნდება საქალაქო სასამართლოში, პროცესი ვერ ჩატარდება.

„წინა სხდომაზე სასამართლომ განიხილა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. ბრალდების მხარემ მოითხოვა ჩემი კოლეგის, დიმიტრი ნოზაძის მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და შედეგად, ერთ-ერთი შუამდგომლობა – ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ჩემმა კოლეგამ აღნიშნული გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ველოდებით. ამიტომ არ არის დღეს არსებითი განხილვის სხდომა დანიშნული.

ვერც მოსამართლე ვერ დაინიშნება, ვინაიდან ჯერ ოფიციალურად საქმე სასამართლოში არ არის მოსამართლეს რომ დაეწეროს.

როდესაც ეს საკითხი აპელაციაში გადაწყდება, გადმოიგზავნება საქალაქო სასამართლოში. წინასასამართლო სხდომიდან არაუგვიანეს 2 კვირისა ინიშნება არსებითი განხილვის სხდომა. შესაბამისად, ვადა გადის. აქედან გამომდინარე, 2 დღის ვადაში მაინც უნდა დაინიშნოს არსებითი განხილვის სხდომა”, – განმარტავს გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანიჟაშვილი.

გრიგორიადისი ბრალდებულია მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვის საქმეზე.