CNN-ის ცნობით, მომღერალ ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელს უცნობმა ადამიანმა ცეცხლი გაუხსნა და მას ორი ფრანგული ბულდოგი მოჰპარა.
მედიაგამოცემა ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილების წარმომადგენელზე დაყრდნობით ამბობს, რომ შემთხვევა 24 თებერვალს, შუა ღამეს მოხდა, როდესაც მამაკაცი ჰოლივუდის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლებს ასეირნებდა.
ძაღლების გამსეირნებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჯერჯერობით მისი მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი. ხოლო ბოროტმოქმედი ადგილიდან მანქანის საშუალებით მიიმალა.
ლედი გაგა იმ ადამიანს, ვინც ძაღლების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ელექტრონულ ფოსტაზე KojiandGustav@gmail.com მიაწვდის, ნახევარ მილიონ დოლარს სთავაზობს.