„ლელო“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლას მოითხოვს

პუბლიკა

„ლელოს” საპარლამენტო გუნდი პარალმენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას მოითხოვს.

„რადგან არ გვაქვს შესაძლებლობა პარლამენტში ივანიშვილი დავიბაროთ, მობრძანდეს პრემიერი, ველოდებით “პირად თანაშემწე” ღარიბაშვილს. პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც უკავშირდება სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას და ჩანაწერებს“,- განაცხადა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

პასუხად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხდა, რომ პარლამენტში მაშინ მივა როცა „კანონით და კონსტიტუციით მოუწევს.“