დღეს პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ გაფართოებული საბჭოს სხდომა ჩაატარა, სადაც, მამუკა ხაზარაძის თქმით, საარჩევნო კამპანია და სამოქმედო პროგრამა დაამტკიცეს. სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ 4 სამაჟორიტარო ოლქში პარტიის კანდიდატები დაასახელა.
გიორგი ჭელიძე – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წავკისის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. მამუკა ხაზარაძის თქმით, ის იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი.
სოცგარ პუთულიანი – ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ხაზარაძის თქმით, ის ექიმია და დაამთავარა სომხეთის სამედიცინო უნივერსიტეტი. მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
თამარ ბელქანია – წალენხიჯის, ჩხოროწყუს, მარტვილის და აბაშის ოლქის დეპუტობის კანდიდატი იქნება. მამუკა ხაზარაძის თქმით, ის კულტურის სფეროს მკვლევარი და თსუ-ის პროფესორია.
ირაკლი ტალახაძე – თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ხაზარაძის თქმით, ტალახაძე ეკონომისტია. იყო კომერციული ბანკის დირექტორი, ღვინის კომპანია „თელიანი ველის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეოო საბჭოს თავჯდომარე.