„ლელომ“ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პუბლიკა

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სია წარადგინა. ღონისძიება ბულვარში, თეთრი კოლონების მიმდებარედ გაიმართა.

პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის შემდეგი კანდიდატები წარმოადგინა:

1. გიორგი თავართქილაძე
2. ვაჟა დარჩია
3. მაკა ცინცაძე
4. მიხეილ ქავთარაძე
5. გიორგი დარჩია
6. ზვიად დიასამიძე
7. ეკა დავითაძე
8. გოჩა ჟღენტი
9. რაულ პაქსაძე
10. საბრი ბრუნჯაძე
11. ივანე ფირცხალაიშვილი
12. დავით მამულაძე
13. გულნარა აბაშიძე
14. გენო თებიძე
15. მერაბ აბაშიძე;

გარდა ამისა, უკვე ცნობილია აჭარაში „ლელოს“ მაჟორიტარობის სამი კანდიდატი:

ირაკლი კუპრაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი; ჯამბულ ხოზრევანიძე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი; პაატა ცივაძე – ქობულეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.