პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. წელს საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. პარლამენტი დაკომპლექტდება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით. „ლელომ“ კანდიდატები 25 მაჟორიტაულ ოლქში წარადგინა.
კანდიდატები პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მცხეთაში წარადგინა.
გთავაზობთ მაჟორიტარული ოქლების მიხედვით „ლელოს“ კანდიდატების ჩამონათვალს:
თბილისში იქნება 8 ოლქი:
- მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – საბა ბუაძე
- ვაკის რაიონი – ლევან კობერიძე
- საბურთალოს რაიონი – ბადრი ჯაფარიძე
- ისნის რაიონი – ლანა გალდავა
- სამგორის რაიონი – ფიქრია ჩიხრაძე
- დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები – ლევან სამუშია
- გლდანის რაიონი – გიგლა მიქაუტაძე
- ნაძალადევის რაიონი – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
კახეთი
- გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები – ეკა ქვლივიძე
ქვემო ქართლი
- რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები- – გრიგოლ გეგელია
- მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები – მურად მურადოვი
მცხეთა-მთიანეთი
- მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები – სოსო ვახტანგაშვილი
შიდა ქართლი
- კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები – პაპუნა კობერიძე
- ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები – კახა კოჟორიძე.
იმერეთი – 4 ოლქი:
- ქუთაისის მუნიციპალიტეტი – ანა ნაცვლიშვილი
- საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები – ანი მიროტაძე
- ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – ანა ბიბილაშვილი
- სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები – თორნიკე ართმელაძე
სამეგრელო – 3 ოლქი:
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – ალექსანდრე ახვლედიანი
- ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები – გიორგი ბარამია
გურია
- ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – გიორგი სიორიძე
აჭარა
- ბათუმის მუნიციპალიტეტი – ირაკლი კუპრაძე
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები – პაატა ცივაძე
- ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები – ჯამბულ ხოზრევანიძე
რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი
- ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები – სოსო ლიპარტელიანი