„ლელოს“ პოზიცია იყო მთავარი, რატომაც „გაიჭედა“ პროცესი - ელისაშვილი მოლაპარაკებებზე

პუბლიკა

„ლელო იყო მთავარი, რატომაც მოლაპარაკებების პროცესი „გაიჭედა“, – ამის შესახებ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა და პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა Postv-ის ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში განაცხადა.

„ლელო არის აუხსნელი ჩემთვის. ლელოს პოზიცია იყო მთავარი, რატომაც „გაიჭედა“ [მოლაპარაკებების] პროცესი, ჩემი აზრით. ნაციონალური მოძრაობა რაც არის და რაც უნდა, გასაგებია. ჩემთვისაც პირადად არის გაუგებარი მათი პოზიცია, აი, უბრალოდ გაუგებარი.

ელემენტარული ახლა, როდესაც რაღაცა რესპექტაბელურ ამომრჩეველზე, საშუალო და ოდნავ შეძლებულ ხალხზე გაქვს გათვლა და ამ დროს, რაღაც ქუჩაში რევოლუციონერობ და თან არ არის შენი სტიქია ეს რევოლუციონერობა, რატომ აკეთებ ამას, არ ვიცი. არის რაღაცები, რომელზეც უბრალოდ პასუხი არ მაქვს, თუ იმის მიღმა არ დგას რაღაცები, რაც არ ვიცი. შეიძლება იდგეს რაღაცები, რაც არ ვიცი. თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაციონალურად რომ გაჰყვე, ორჯერ ორი ოთხია, რომ აუხსნელია.

ჩვენ გვინდა ქუჩაო. ვამბობდით – თუ პარლამენტში იქნები, ქუჩა რა, გაქრება?! ორივე ერთად არ არის?! ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ამ ბრძოლაშიც გამოგყვებით, კაცო. მაგათი ნაბრძოლი არ გაიშვას – „ცესკოსთან“ ჩვენ რომ წყლის ჭავლი გვხვდებოდა, ეგენი დურბინდებით გვიყურებდნენ პიჯაკში და ჰალსტუხით და არ მესწავლება მაგათგან როგორ ვიჩხუბო, მაგრამ, ბიჭო, გამოგვყვებით-თქო ვეუბნებოდით, ოღონდ აგვიხსენით სად მივდივართ ამით რა. თუ მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა ასე ივანიშვილის გაძლიერების გარდა ვერაფერსვერ მივიღებთ-თქო“, — ამბობს ელისაშვილი.