„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.
„მინდა შემოგთავაზოთ წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი – ანა ბიბილაშვილი. რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს. ის „ლელოს“ დამფუძნებელია და აქვს ხედვა, რომ ქალაქის პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად იყოს გააზრებული“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.