დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა იყოს ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების ნაწილი რუსეთთან ომის დასრულებაზე.
ვანსთან შეხვედრის შემდეგ მან „როიტერს“ განუცხადა, რომ გულგამხნევებული იყო უკრაინის შესახებ მათ საუბრებში.
მან თქვა, რომ ის და ვენსი „იზიარებენ აზრს, რომ უნდა იყოს გრძელვადიანი მშვიდობა“ და შეთანხმდნენ, რომ უკრაინა „უნდა იყოს ამ მოლაპარაკებული შეთანხმების ნაწილი“.
„ყველა ჩვენგანს აქვს სურვილი, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს“, – თქვა მან და დასძინა:
„მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ეს არის საუბრები, თუ გნებავთ, მოლაპარაკებებზე, და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინის გარეშე მიღებულ შეთანხმებას არ მიიღებს. ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენ ჯეი დი ვენს.