ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
„გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის უმოკლეს ვადაში მოხდება”, – აცხადებს მერია.