ლენტეხის მერიის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

პუბლიკა

ლენტეხის მერიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.