ლენტეხსა და სოფელ ხიდისყურში დღეიდან სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი მოიხსნება

პუბლიკა

საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სადაც 10 აპრილიდან სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებდა, ასევე ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში, სადაც 13 აპრილიდან იყო მსგავსი შეზღუდვა, დღეიდან მოიხსნება გამკაცრებული რეჟიმი და იქ მცხოვრები მოქალაქეები ისარგებლებენ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი შეზღუდვებითა და აკრძალვებით.

„დაახლოებით, 4500-მდე ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, განხორციელდა შესაძლო კერების კონტაქტების მიზნობრივი კვლევა.

როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ასევე სოფელ ხიდისყურში იყო ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. გამოკვლეულია აბსოლუტურად ყველა კონტაქტი, მაქსიმალურად შემოწმებულია ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე ამ გეოგრაფიული პუნქტებისა და ამ ყველაფრის ანალიზმა მოგვცა გადაწყვეტილების მიღების საშუალება”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.