„რა მოხდა, რატომ არ მიიტანეთ ლეპტოპი?! დღეს ველოდებოდი სასამართლოს და თქვენგან ვიგებ ამას და ვსვამ კითხვას, ვეკითხები ვისაც ევალებოდა: ლეპტოპი არ გვაქვს მართლა?! გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა?! რატომ არ მივიტანეთ?!” – ეს კითხვები „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ პალიტრანიუსში სტუმრობისას დასვა.
„რა გგონიათ დეპუტატი ვარ, ვალდებულებები მაქვს და სიტყვას ვერ ვიტყვი?! მე ყველაფერს ვლაპარაკობ, ადამიანებს პირში ველაპარაკები, მიზეზი უნდა გავიგოთ ჯერ რა მოხდა. ტექნიკურ სამსახურს ვეკითხები, რა ტექნიკური მოუგვარებელი დაგემართათ, რომ არ ჩართეთ ეს ადამიანი?! სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს და ამ პასუხის შემდეგ გავაკეთებდი ჩემს კომენტარს. ახლა მე მხოლოდ კითხვის დასმა შემიძლია“ – თქვა მან.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან არ გადაიყვანეს და არც დისტანციურად ჩართეს. მიზეზად კი ტექნიკური საკითხები დასახელდა. მომდევნო სასამართლოს სხდომა, სადაც მიხეილ სააკაშილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე უნდა გაგრძელდეს 22 დეკემბერს ჩაინიშნა.