ლექსმანი: სევდიანი დღე ქართული დემოკრატიისთვის

პუბლიკა

ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი ეხმაურება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას და აცხადებს, რომ დღევანდელი დღე არის „სევდიანი” ქართული დემოკრატიისთვის. ის მიმართავს ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს, მკაფიო გზავნილი გაუგზავნონ ბიძინა ივანიშვილს.

„ძალიან სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები დგას საქართველოს ინტერესებზე წინ. სევდიანი დღე ქართული დემოკრატიისთვის. დროა, ევროკავშირმა გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი ოლიგარქს და დადგეს ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს ის.

რუსული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ნახეთ ვინ დაუჭირა რუსულ კანონს მხარი – სია.