ლექსმანი: ზურაბიშვილმა უსამართლობა გამოასწორა

პუბლიკა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი Twitter-ზე ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტს ეხმაურება.

„ეს გულწრფელად მისასალმებელი სიახლეა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიასადმი, ვისი დაპატიმრებაც სამართლის დაცინვა იყო, უსამართლობა გამოასწორა..“ – წერს ლექსმანი.

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, ამ გადაწყვეტილებაზე რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ. მინდა, მხოლოდ ის გაგხსენოთ, რაც ასევე ევროოპარლამენტში ვთქვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპს მუქარას. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.