ლექტორების ნაწილი პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტებს ტოვებს

პუბლიკა

სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილი, პროტესტის ნიშნად, ტოვებს იმ უნივერსიტეტებს, რომელთა ადმინისტრაციაც გაემიჯნა სტუდენტურ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.

სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებულ განცხადებას 38 უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოაწერა ხელი.

მათ შორის იყო „კავკასიის უნივერსიტეტიც“, თუმცა, უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო აცხადებს, რომ განცხადებაზე ხელმოწერა მათთან არ ყოფილა შეთანხმებული და გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი.

„კავკასიის უნივერსიტეტის“ მედიის სკოლის დეკანის, ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, „კავკასიის უნივერსიტეტის“ მმართველთა საბჭომ, უკან გამოვიწვია უნივერსიტეტის ხელმოწერა რექტორთა კონფერეციის განცხადებაზე.

უნივერსიტეტები, ამ დროისთვის, 20-ზე მეტმა ლექტორმა დატოვა.

კავკასიის უნივერსიტეტი: 

1. ნიკო ნერგაძე;
2. ნინო რობაქიძე;
3. ლევან ბერძენიშვილი;
4. დავით ქაშიაშვილი;
5. სალომე უგულავა;
6. დავით ჭუმბურიძე;
7. რუსიკო კობახიძე;
8. დავით ბერძენიშვილი;
9. ლევან მოსეშვილი;
10. ლიკა მერაბიშვილი;
11. ნინო მითაიშვილი;
12. დავით ბერძენიშვილი;
13. ზვიად ქორიძე;
14. მაია წიკლაური;
15. სოფო ზურაბიანი;
16. მამუკა ანდღულაძე;
17. ნინი ჭაჭია;
18.ლიკა მერაბიშვილი;
19. ნინო იმედაშვილი;
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი: 
20. ზაზა თავაძე;
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: 
21. სალომე აჩბა.

თუ უნივერსიტეტებს სხვა ლექტორებიც დატოვებენ, სია განახლდება.