შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რუსმა მომრერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა. ამის შესახებ უწყებაში „პუბლიკას“ დაუდასტურეს.
„აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია. რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყანაში, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღი“, – ამბობენ შსს-ში.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მხრიდან აღნიშნულ საკითხზე შეფასება მოითხოვა, კუჭავამ დეკანოიძეს უპასუხა, რომ საკითხს გაარკვევენ.