საზოგადოებივი მაუწყებლის ცნობით, ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში დამონტაჟებული ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 19-177-ე მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.