გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი, ცისია კირვალიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შეესწრო ფაქტს – ლევან ბერძენიშვილს ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ და მოღალატე ეძახეს.
„5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა;
ამას ახალისებს „ქართული ოცნება“ თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა”, – წერს „ტაბულას“ რედაქტორი.
„პუბლიკა“ ცდილობს დეტალების გარკვევას. გამოცემა ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.