ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს
კორონავირუსი დაუდასტურდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება
და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

„იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი; შემხებლობაში მყოფი პირები
თვითიზოლაციაში გადავიდნენ”, – აცხადებენ უწყებაში.