ლევან იოსელიანი: ხაბეიშვილმა გვითხრა, რომ მასზე გოგა მემანიშვილის თანდასწრებით იძალადეს

პუბლიკა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი ლევან ხაბეიშვილი კლინიკაში მოინახულა.

მისი თქმით, ენმ-ის თავმჯდომარე მიუთითებს, რომ მასზე პოლიციელებმა იძალადეს, ხოლო „ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, როგორ ეცემათ”.

ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ხაბეიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეზე, გოგა მემანიშვილზე მიუთითა.

„ჩვენთან საუბარში ლევანმა თქვა, რომ მისი [გოგა მემანიშვილის] თანდასწრებით ხდებოდა ძალადობა. ალბათ ჩვენებას მისცემს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით, გადავუგზავნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოვახდენთ მონიტორინგს, როგორ წარიმართება გამოძიება”. – თქვა სახალხო დამცველმა.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინგოროყვას კლინიკის ექიმის, პროფესორ კახა ჭელიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილს ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს. ამასთან, მხედველობა შენარჩუნებულია, ვინაიდან არ დარღვეულა თვალის მთლიანობა. კახა ჭელიძემ თქვა, რომ მკაცრი რეკომენდაციაა, ხაბეიშვილი სტაციონარში დარჩეს.