ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლედ პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი გახდა. მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს, რის გამოც მას დეპუტატის უფლებამოსილება აღარ აქვს. კანონმდებლობის მიხედვით, მისი ადგილი საარჩევნო სიით მისმა მომდევნომ, ქეთევან თურაზაშვილმა დაიკავა.