ლევან ხაბეიშვილი: ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს სახლთან დახვდნენ და სცემეს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი წერს, რომ მისი პარტიის წევრს სცემეს. ხაბეიშვილის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმაშვილს „ნიღბიანი პირები“ სახლთან დახვდნენ.

„რამდენიმე წუთის წინ, „ნიღბებით“ საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი – დავით ოსიყმიშვილი… სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა… „ბესპრიძელია“ – ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა სიკვდილი და ძალადობა დაგვიანონსეს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.