ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილს აქცია დააანონსა

პუბლიკა

“მე გთავაზობთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველზე” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.

„ამასობაში დრო მივცეთ რუსულ ოცნებას იმისთვის, რომ რეალურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები, რაც გულისხმობს 12 რეკომენდაციის შესრულებას. მათ მივცეთ 9 აპრილამდე დრო, იმისთვის, რომ ისევე სწრაფად, როგორც რუსული კანონი 3 წუთში გაიწვიეს, ანახონ საზოგადოებას რომ იწყებენ ამ ყველა რეკომენდაციის შესრულებას. მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოვემზადოთ მოქმედებისთვის და შევიკრიბოთ 9 აპრილს მშვიდობიანად და დავანახოთ მსოფლიოს რომ საქართველოს ვერ გაარუსებენ. ეს არ იქნება პარტიული აქცია, ეს იქნება ზეპარტიული აქცია.” – განაცხადა ხაბეიშვილმა.