პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გაძლიერების 12- პუნქტიანი გეგმა წარადგინა.
მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელება დაიწყება მისი გამარჯვების დღიდან და ეს არის გეგმა „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“.
პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის 12-პუნქტიანი გეგმა ასეთა.
-
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტის შექმნა;
-
პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია. გენერალურ მდივნი კვლავ პეტრე ცისკარიშილი იქნება;
-
თბილისის საქალაქო ორგანიზაციის განახლდება და გაძლიერდება. ეს მოხდება პირველსავე 100 დღეში;
-
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდული ორგანიზაციის განახლება და პოლიტიკური სკოლის გახსნა;
-
რეგიონული ინფრასტრუქტურის გამართვა და ძლიერი რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბება;
-
ენმ-ის საკრებულოს წევრების ბაზაზე ჩამოყალიბდდებ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა კონგრესის ჩამოყალიბებაა და ეს კონგრესი იქნება მუდმივმოქმედი;
-
მარტში იქნება პოლიტიკური საბჭოს არჩევნები და პოლიტიკური საბჭო უნდა იყოს მოქნილი;
-
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია;
-
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ემიგრანტების აღრიცხვა;
-
ჩამოყალიბდება სათათბირო, რომელიც იქნება ზეპარტიული;
-
გამჭვირვალე გახდება ბიუჯეტი და ბიუჯეტის განკარგვა იქნება პროექტულად;
-
ენმ-ს ყრილობა მოწვეული იქნება პირველ 100 დღეში.
„ასევე მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებთ ვინმეს სადმე გაგდებას, არ ვაპირებთ დაყოფას, არ ვაპირებთ ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ. გამარჯვებისთანავე, ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.