ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები საბჭოს მოსამართლე წევრებად დღეს მოსამართლეთა კონფერენციაზე დაამტკიცეს. ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო, დიმიტრი გვრიტიშვილმა კი – 267.
დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავისი კანდიდატურა დააყენა.
ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, ბოლო დროს მის მისამართით ბრალდებები ისმოდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მათ საბჭოს წევრის ტრიბუნიდან გასცეს პასუხი.
ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საბჭოს მოქმედმა წევრებმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს.