ლევან სამუშია „ლელოში“ გაწევრდა

პუბლიკა

იურისტი ლევან სამუშია პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გახდა.

სამუშია საზოგადოებას დღეს პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა.

„ჩვენ გვიერთდება ძალიან კარგი ქართველი, მეომარი, პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა წინა ხაზზე და ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ადამიანი ლევან სამუშია დღეიდან „ლელოს“ უერთდება.

ჩვენ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან იმითაც გამოვირჩევით, ჩვენთან პოლიტიკური პარტია კომპლექსდება პროფესიონალების კუთხითაც. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი ვართ ეკონომიკის მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელო“ არის ახალი ძალა, ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში; ახალი იმედი, რომელიც ესოდენ სჭირდება ქართულ პოლიტიკას და მინდა გითხრათ, რომ გუნდი, რომლისთვისაც მთავარია ადამიანის უფლებები, ადამიანზე ორიენტირებულია ეს გუნდი, ქვეყნის განვითარება, დასავლური მომავალი…

ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი სისტემა, სამართლიანი სასამართლო და მე დარწმუნებული ვარ, ამ გუნდთან ერთად ჩვენ მოვიტანთ სამართალს“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ 3 აგვისტოს დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე თავად დაწერა. სამუშია პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა წერს, რომ ეს იყო მისთვის მძიმე გადაწყვეტილება და სამომავლოდ მაინც გააგრძელებს „ბრძოლას „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ.