პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ლევან სამუშია აცხადებს, რომ მის მხარდამჭერსა და „ლელოს“ ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ადამიანი, ჩვენი მხარდამჭერი ნაცემია იმისთვის, რატომ ხარ „ლელოში“ და რატომ უდგახარ ლევან სამუშიას გვერდითო. ამისთვის, როგორც თვითონ მითხრა, გამოვიდა, რომ წიხლი ჩააზილეს. აგერ არის ახლა პატრულის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.. როგორც მეუბნებიან, დაზარალებულები არიან თვითონ მოწმეები, თვითმხილველები. უსწრაფესად გამოიძიეთ, ყველა პასუხისგებაში მიეცით. ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები, არ მოგასვენებთ“, – განაცხადა ლევან სამუშიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შსს-ს. მათი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.