ლევან თოფაძემ განმარტა, რომ დანა ან მსგავსი საგანი არ დაუნახავს - ადვოკატი

პუბლიკა

გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის გამოკითხვა 11 აგვისტოს, გვიან ღამით დასრულდა. მისი ადვოკატი გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ ჩვენების მიხედვით, თოფაძეს არ დაუნახავს, ჰქონდა თუ არა ბუსა ჟვანიას დანა ან მსგავსი საგანი. ადვოკატის ცნობით, ლევან თოფაძე უარყოფს ჟვანიას დაჭრის ფაქტს.

ადვოკატის ვერსიით, თოფაძე და ანთაძე ერთმანეთს ახლოს არ იცნობდნენ, დაპირისპირებას კი წინ სატელეფონო საუბარი უძღოდა.

„მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები, თუმცა ასევე განმარტა, რომ უშუალოდ დანა ან სხვა მსგავსი საგანი მას პირადად არ დაუნახავს. ბუსა ჟვანიასთან, როგორც თვითონ განმარტა, მხოლოდ ნაცნობობა ჰქონდა, გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შემდეგ, მიაყენეს ერთმანეთს შეურაცხყოფა. დასმული იყო შეკითხვა გამომძიებლის მხრიდან და კატეგორიულად უარყო, რომ მას რაიმე სახით, ან ნებისმიერი საგნით დაზიანება მიეყენებინოს ბუსა ჟვანიასთვის“, – აცხადებს ადვოკატი.

გოგი თოფაძის შვილიშვილი 2 აგვისტოს დაჭრეს. ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობით დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია, რომელსაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.