ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრ დუგინს ხვდება - „მთავარი არხი“

პუბლიკა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დღეს, 26 მაისს ჰომოფობიური, ქსენოფობიური, ულტრანაციონალისტური განწყობებითა და სექსისტური გამონათქვამებით ცნობილი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა, მოსკოვში „ევრაზიული მოძრაობის“ დამფუძნებელსა და რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგად მიჩნეულ ალექსანდრ დუგინს ხვდება

არხის ცნობით, ინფორმაციას იმ კაფეს ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.

„შეხვედრა ჰქონდა თუ არა – არ ვიცი. ქვეყნიდან რომ წავიდა, კი ბატონო, გიდასტურებთ, მაგრამ სად და რა მიმართულებით წავიდა, არ ვიცი. დღეს რანაირად შეხვდებოდა ლევანი დუგინს, დღეს ფიზიკურად არანაირად… რამდენიმე საათის წინ წავიდა, არ ვიცი მოსკოვში წავიდა თუ სად წავიდა“, – ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ წარმომადგენელი კონსტანტინე მორგოშია „მთავარ არხთან“.