ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მძლავრი აფეთქება მოხდა. როგორც BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, აფეთქების შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა უკავშირდებოდეს ლიბანის ყოფილის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვას. რაფიკ ჰარირის მკვლელობაში 4 ბრალდებულს სასამართლო განაჩენს პარასკევს გამოუტანს.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა უკვე ისაუბრა აფეთქების შედეგად მიყენებულ დიდ ზარალსა და დაშავებულებზე, თუმცა, მისი თქმით, ჯერ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულია სულ მცირე ათი და დაშავებულია ასობით ადამიანი.