ლიბანის მთავრობა გადადგა - BBC

პუბლიკა

ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, მთავრობის გადაყენების შესახებ განცხადება ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა ნაციონალური ტელევიზიით გაავრცელა.

ადგილობრივი მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ მძიმე კორუფციულ გარემოზე მიუთითებდა და მათი თქმით, 4 აგვისტოს ტრაგედიაც აღნიშნულის გამოვლინება და დაუდევრობაა. მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომამდე, პოსტები თავად დატოვეს ლიბანის ინფორმაციის, იუსტიციისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა.

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებითაც, მასიური აფეთქების შედეგი იყო წლების განმავლობაში ნავსადგურის მიერ უყურადღებოდ შენახული 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის.


ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. BBC-ის ბოლო მონაცემებით დაღუპულია 200-ზე მეტი და დაშავებულია 4000-მდე ადამიანი.