ლიბერთი სოციალური საწარმო ,,ჩუ“- ს მხარდამჭერია

ფასიანი განთავსება

დღეს, 30 სექტემბერს, რედისონ ბლუ ივერიაში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით სოციალური საწარმოების, რიგით მესამე B2B გამოფენა გაიხსნა. 47-მა სოციალურმა საწარმომ, საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია წარუდგინა.

ლიბერთი აგრძელებს სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში კომპანიების და ინიციატივების მხარდაჭერას. ბანკი, B2B გამოფენაზე წარმოდგენილია, როგორც სოციალური საწარმოს – “ჩუს“ მხარდამჭერი.

„ლიბერთი მხარს უჭერს კომპანია „ჩუს“, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას.

მივესალმებით იდეას, რომელიც ხელს უწყობს სმენის შეზღუდვის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ჟესტური ენის პოპულარიზაციას.

ლიბერთი ერთი წელია მუშაობს შშმ პირების მისაწვდომობის პროექტზე, რომლის მიზანია, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბანკის სერვისებით თანაბრად სარგებლობა და ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვა. ვფიქრობთ, ამ თამაშით ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს გაიგოს და ისწავლოს ჟესტური ენა. ლიბერთი წარმატებას უსურვებს“ჩუს“ მომავალ ბიზნეს საქმიანობაში.“ – ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

CSRDG-ის ორგანიზებით გამართული B2B გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სოციალური საწარმო ,,ჩუ“ 2018 წელს შეიქმნა და მისი მიზანია სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება ინკლუზიური სამაგიდო თამაშების მეშვეობით. სამაგიდო თამაში ,,ჩუ“ ჟესტურ ენაზეა აგებული და მოთამაშეებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ ამ ენას.აღნიშნულმა საწარმომ, გარემოსდაცვით სოციალურ საწარმო 7R-თან თანამშრომლობით ასევე ახალი თამაში ,,ერთი-ერთში” შექმნა. თამაში თვალახვეული ითამაშება და მოთამაშეებს საინტერესო გამოცდილების მიღების და ახალი უნარის განვითარების შესაძლებლობას აძლევს. პროდუქტი ეკომეგობრულია და ტექსტილის ნარჩენების ხელახალი გამოყენების შედეგადაა შექმნილი