21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკის ლოიალობის პროგრამა ,,CashBack’’ და სოციალური საწარმო „ბაბალე’’ მომხმარებელს სთავაზობს 50%-იან ქეშბექს. აქციით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერი ბარათით. დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი-200 ლარია.
„ბაბალეს“ საწარმოში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე, მსურველები შეძლებენ მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენას, რომლის შექმნაშიც თავად დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე, წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი განთავსებულია „ბაბალე“-ს ვებ-გვერდზე: https://babale.ge/
ნივთების გაყიდვით შესული თანხა მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პროფესიულ დასაქმებასა და განვითარებას.
„Cashback“-oს და „ბაბალეს“ მეგობრობა უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება და სამომავლოდ კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას გვპირდება.
როგორ დავიბრუნოთ ყველაზე მაღალი ქეშბექი:
- გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge
- გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
- გადაიხადე ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
- ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი
*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს “აქტივაცია” და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას მომხმარებელს ერთ პლატფორმაზე სთავაზობს.