ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ორდღიანი სპორტული ფესტივალი – SPORTFEST 2023 ჩატარდა.
ლიბერთი, SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სპორტის სხვადასხვა სახეობას, შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იყო და სპორტის ენთუზიასტები, პროფესიონალები, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები გააერთიანა. სპორტის სხვადასხვა სახეობის სივრცეებში, სპორტულ და საბავშვო გასართობ მოედნებზე თუ სპიკერებისთვის განკუთვნილი სპეციალური სცენის მეშვეობით, ყველა ასაკის ადამიანს, მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში ჩართვის საშუალება მიეცათ. ფესტივალს დაესწრნენ გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები.
ლიბერთის სივრცეში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის ჩემპიონი, ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან ერთდროულად შეხვდა სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს. ამავე დღეს, ლიბერთის სივრცეში, საქართველოს ჩემპიონი, 12 წლის ერეკლე ტაბატაძე, ერთდროულად შეეჯიბრა ჭადრაკის მოყვარულებს.
ლიბერთის მხარდაჭერით, ფესტივალის მიმდინარეობისას, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტიგზის ჩემპიონი და პირველი ქალი საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის, ნონა გაფრინდაშვილი ერთდროულად შეხვდა ჭადრაკის პროფესიონალ და მოყვარულ მოთამაშეებს.
ფეხბურთის მოყვარულებს, ლიბერთის მინი ფეხბურთის მოედანზე, ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის,, ფეხბურთელმა გოგონებმა უმასპინძლეს.
,,ლიბერთი, მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების პროექტებს. „სპორტფესთან“ პარტნიორობით, შესაძლებლობა მოგვეცა ქალთა გაძლიერების თემაზე გვესაუბრა და ფესტივალის სტუმრებისთვის საინტერესო აქტივობები შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, ქალთა საფეხბურთო კლუბის -„ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა გოგოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ის რომ ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სპორტის განვითარებაში. ლიბერთი მადლობას უხდის ნონა გაფრინდაშვილსა და ნანა იოსელიანს პროექტში მონაწილეობისა და საინტერესო საჭადრაკო სესიებისთვის“ – ამბობს თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხიმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.